ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31493

ფაქტი 31493

1913 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ იმ წლის 26 მარტით დათარიღებული წერილის პასუხად მოახსენა, რომ 2 მარტს გამგეობის კრებაზე მომხდარი დარღვევები დამსწრეთ მხოლოდ სიტყვიერად გაუპროტესტებიათ, ამიტომ ზუგდიდის განყოფილების გამგეობა ვერ მიაწვდიდა მთავარ გამგეობას ამ პროტესტების ამსახველ ვერანაირ საბუთს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი ეკატერინე კედია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31493; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .