1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 17 იანვარს ოდესაში საადგილმამულო ბანკმა საზოგადოებას გასაყიდად 100 ადგილ-მამული შესთავაზა, ღონისძიებაზე 60 ადამიანი მისულა, რომელთაგან მხოლოდ ერთს გამოუთქვამს მამულის ყიდვის სურვილი და ამის გამო არცერთი მამული აღარ გაყიდულა.

წყარო: ივერია, 1877 | 24 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31809 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31809]; წვდომის თარიღი: 2019-09-17