1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის თხოვნა „ბუნების კარის“ შემოკლებული ვერსიის, ისტორიისა და გეოგრაფიის ნაწილის გამოტოვებით, დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ბოცვაძის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა, რადგან ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები არსებობდა და ცალკე საგნებად ისწავლებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31854 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31854]; წვდომის თარიღი: 2019-09-18