1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი განყოფილების დადგენილება, რომ დაებეჭდათ შიო მღვიმელის სამი წიგნი: „ოქროს თავთავი“, „ცხვარი“ და „ჩემი ყვავილები“. თითოეული 2000 ცალი. ავტორისთვის ჰონორარად 600 მანეთი უნდა მიეცათ. გამგეობამ გადაწყვიტა ეს დადგენილება დაემტკიცებინა. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31855 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31855]; წვდომის თარიღი: 2019-08-17