1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნის ყდის ხელოსნის თხოვნა „ბუნების კარის“ ყდებისთვის მას მომატებოდა ორმოცი კაპიკი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ თითო ყდისთვის ოცი კაპიკი მოემატებინა. ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31856 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31856]; წვდომის თარიღი: 2019-09-19