1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაწყვეტინეს. გარეთ გასულს თოვლიან ქუჩაში ათასობით თურქეთის სომხეთიდან გადმოსული ლტოლვილი დახვდა. დიდი ოვაციებით შეეგებნენ მას. ბრიტანეთის ჰიმნი შეასრულეს, წარმოითქვა მისასალმებელი სიტყვა სომხურად და ინგლისურად. თავად აივანზე იდგა და იქიდან წარმოთქვა საპასუხი სიტყვა.

წყარო: სერ ოლივერ უორდროპი 150
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, ინგლისური
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31933 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31933]; წვდომის თარიღი: 2019-10-23