1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ გასულ საღამოს გამართულმა ვახშამმა ათასგვარი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრის თანხლებით ჩაიარა. განსაკუთრებით მოიხიბლა აღმოსავლური მუსიკით, რომელიც ქამანჩაზე – პატარა ვიოლინოზე სრულდებოდა.

წყარო: სერ ოლივერ უორდროპი 150
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, ინგლისური
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31979 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31979]; წვდომის თარიღი: 2019-10-23