1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება ლტოლვილთა შესახებ. ლტოლვილთა კომისიას ეცნობა, რომ თუ ოსმალეთი ათი დღის განმავლობაში ლტოლვილებს არ მიიღებს ისინი 1-1,5 თვით დაბინავდებიან თავისუფალ ყაზარმებში („ბელი კლიუჩში“ და მანგლისში) და სახლებში – ბაკურიანში.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 14
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3200 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3200]; წვდომის თარიღი: 2019-09-21