1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ წერილობით შეატყობინა სამტრედიის განყოფილებას, რომ საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრება 29 აპრილს გაიმართებოდა და ასევე სთხოვა დროულად გაეგზავნათ 1916-1917 წლის მოქმედების ანგარიში მათი განყოფილების რწმუნებულთა სიასთან ერთად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობისა და ლიკვიდაციის შესახებ | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32083 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32083]; წვდომის თარიღი: 2019-09-20