1915 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წიგნების, ჟურნალებისა და გაზეთების ხარჯი 150 მანეთი იყო; ბინის ქირის – 64 მანეთი; განათებისა და გათბობის ხარჯი – 12 მანეთი; ბიბლიოთეკარს 180 მანეთი გადაუხადეს; საფოსტო და საკანცელარიო ხარჯი იყო 30 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერს ბიბლიოთეკის გამგე მალაქია ტოროშელიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობისა და ლიკვიდაციის შესახებ | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32094 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32094]; წვდომის თარიღი: 2019-11-21