1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ აუხსნა საზოგადოებას, რომ საგანგებოდ კრების მოწვევა გამოიწვია იმ წლის 15 მაისს მთავარი გამგეობისგან მიღებულმა წერილმა, სადაც ეწერა, რომ ზუგდიდის განყოფილების იმ წლის 2 მარტის საზოგადო კრება უკანონოდ იქნა ცნობილი და საჭირო იყო კრების ხელახლა მოწვევა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32108 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32108]; წვდომის თარიღი: 2019-10-17