1919 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ ქალაქის ფარგლებში არსებული ბიბლიოთეკა-სამკითხველოები გადაეცათ ქალაქის თვითმმართველობისთვის, ხოლო სოფლებში ერობისთვის. ასევე, შეედგინათ გადაცემის აქტი ქონების შეფასებით და აქტის პირი გაეგზავნათ მთავარი გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32136 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32136]; წვდომის თარიღი: 2019-09-20