ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32138

ფაქტი 32138

1919 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას წერილობით შეატყობინა, რომ გარდაცვლილი გიორგი ზდანოვიჩის და ოლღა მიქელაძე ითხოვდა დახმარებას და რადგან, ზდანოვიჩის უძრავ-მოძრავი ქონება მთავარი გამგეობის განკარგულებაში იყო მათ უნდა დაეკმაყოფილებინათ ოლღა მიქელაძის თხოვნა. წერილს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე და მდივანი ვუკოლ ბერიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32138; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .