1919 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ შორაპნის განყოფილებას არ ჰქონდა უფლება გამოეტანა დადგენილება საზოგადოების საკუთრებაში არსებული მამულების სახელმწიფო ფონდში გადარიცხვის შესახებ. ასევე ატყობინებს, რომ საზოგადოების მთავარ გამგეობას დუშეთის მაზრაში ჰქონდა 50 დესეტინა, ხოლო თელავში 14 დესეტინაზე მეტი, მაგრამ მისთვის ეს მამულები ჯერ არავის ჩამოურთმევია და არც მიწერ-მოწერა ყოფილა ამის შესახებ. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32139 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32139]; წვდომის თარიღი: 2019-09-20