1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძემ განაცხადა, რომ წინა წლის დეკემბერში, როცა თბილისიდან იხიზნებოდა ხალხი, საზოგადოების ყველა წევრი ქვეყნის საგანძურის გადამალვას ცდილობდნენ, მაშინ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილს სურდა მუზეუმი რუსეთში გადაეტანათ და ვერ გადაარწმუნეს იგი თავად ღამბაშიძემ და ივანე ჯავახიშვილმა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32157 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32157]; წვდომის თარიღი: 2019-09-20