ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32188

ფაქტი 32188

1920 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილს განცხადება გაუგზავნა საზოგადოების წევრმა თევდორე კიკვაძემ. განცხადებაში თ. კიკვაძე აღნიშნავდა, რომ მისი ინიციატივით შედგენილი 15 რწმუნებულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საზოგადო კრების ჩატარების შესახებ გამგეობამ უსამართლოდ და უკანონოდ უარყო და არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა. ის, აცხადებდა, რომ დოკუმენტში აღნიშნული ფინანსური კრიზისი არა კერძოდ გამგეობის შესახებ იყო ნახსენები, არამედ ზოგადად რესპუბლიკაში შექმნილ კრიზისს გულისხმობდა, რომელიც, რა თქმა უნდა, საზოგადოებაზეც აისახებოდა, ამის გამო კი მას არაკოლეგიალურობაში დასდეს ბრალი, რაც მისთვის მიუღებელი იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32188; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .