ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32198

ფაქტი 32198

1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადებას რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადებითვე უპასუხა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში ეწერა, რომ საზოგადოების ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისზე არც პრეზიდიუმში დაუყენებიათ საკითხი და არც მთავარ გამგეობაში. თავად, თევდორე კიკვაძეს კი არაერთხელ გაკვრით ჰქონდა ნათქვამი, რომ მილიონი მანეთის ქაღალდი დასჭირდებოდა მარტო „დედა ენის“ დაბეჭდვას, მაგრამ არც გეგმა წარმოუდგენია გამგეობისთვის კრიზისის დასაძლევად და არც პრეზიდიუმში დაუსვამს მსგავსი საკითხი, ამიტომ მთავარი გამგეობის განცხადებით თ. კიკვაძეს ჯერ გამგეობისთვის უნდა მოემართა ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ გადაეწყვიტა რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნა. გამგეობა საჭიროდ არ თვლიდა რწმუნებულთა საზოგდო კრების დანიშვნას. ხელს აწერენ გამგეობით თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32198; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .