1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადების გამო, რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში წერია, რომ მათ მიერ წარმოდგენილ მოხსენებას განყოფილებათა ლიკვიდაციის თაობაზე, არ იზიარებდა მთავარი გამგეობა, მათი აზრით განყოფილებათა უმოქმედობა არა განყოფილების წევრების ბრალი, არამედ განყოფილების გამგეობის მმართველობის პასუხისმგებლობა იყო, რადგან სათავეში უმოქმედო ან სხვა საქმით დატვირთული პირები იდგნენ, ამიტომ მთავარ გამგეობას საჭიროდ მიაჩნდა ადგილობრივი განყოფილების გამგეობის უმოქმედო მმართველებს ხელმძღვანელობა გადაებარებინათ სხვა შესაფერისი პირებისათვის. ხელს აწერენ გამგეობით თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების ოქმები და გამგეობის მოხსენებები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32199 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32199]; წვდომის თარიღი: 2019-09-18