1924 წლის 15 მაისს განიხილეს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძის ძიების საქმე. დადასტურებულად ჩაითვალა მისი, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის სამაზრო კომიტეტის წევრის და აქტიური ა/ს მომუშავის ბრალეულობა და მოითხოვეს მისი 3 წლით დაპატიმრება იზოლაციის წესით, წინასწარი დაკავების ვადის დაუთქმელად.

წყარო: ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძის საქმე | N24 364
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი