ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32200

ფაქტი 32200

1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადების გამო, რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში წერია, რომ საზოგადოების ახალი წესდება ძალაში შევიდა მისი დაკანონების დღიდან, არ განხორციელებულა მხოლოდ რწმუნებულთა რიცხვის შემცირება 150-დან 60-მდე, რადგან დახურვის პირას მყოფ განყოფილებებს მიეცათ საშუალება დეკემბრის დასაწყისამდე გადაეწყვიტათ განყოფილების ბედი და ამის შემდეგ დადგინდებოდა განყოფილებათა რწმუნებულების ზუსტი რაოდენობა, ამასთანავე ახალი წესდება მიიღეს აგვისტოში, როცა გამგეობის ხელმძღვანელობა შვებულებაში იმყოფებოდა და შესაბამისად ვერ მოხერხდებოდა ახალი წესდების ნაჩქარევად გახორციელება. ხელს აწერენ გამგეობით თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32200; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .