1919 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობასა და სამტრედიის განყოფილების გამგეობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამტრედიის ქალაქის გამგეობამ მთავარი გამგეობისგან შეიძინა ამავე განყოფილების ლიკვიდაციის გამო წიგნების მაღაზია მთელი ინვენტარით 55 258 მანეთად. ხელს აწერენ სამტრედიის ქალაქისთავის მოადგილე დ. მიქელაძე და მთავარი გამგეობის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობისა და ლიკვიდაციის შესახებ | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32216 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32216]; წვდომის თარიღი: 2019-09-20