1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ რუსეთში მელიტოპოლის მაზრაში დააარსეს ამხანაგობა სახელად „არსებითი საჭიროება“, რომლის მიზანი გაჭირვების დროს პურის იაფად და ადვილად მოპოვება იყო. შეადგინეს 40 ადამიანის მიერ ხელმოწერილი წესდება და დასამტკიცებლად ფინანსთა მინისტრს წარუდგინეს.

წყარო: ივერია, 1877 | 7 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32522 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32522]; წვდომის თარიღი: 2019-10-14