1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას ჰქონდა თანხა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო აეგოთ შენობა, სადაც მოათავსებდნენ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების გაერთიანებულ მუზეუმებს. ლასხიშვილისთვის გაუგებარი იყო რატომ იწუნებდნენ მუზეუმების გაერთიანების იდეას კრების წევრები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32534 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32534]; წვდომის თარიღი: 2019-09-20