1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 12 ივნისს ჩაეტარებინათ საზოგადო კრება, რომელზეც ქრისტინე შარაშიძე, ზოტიკე ჩიქვილაძე, პლატონ ლეჟავა, იოსებ ანთაძე, თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე და მიხეილ ჭავჭანიძე წარმოადგენდნენ საზოგადოების რწმუნებულ კანდიდატთა სიას. ოქმს ხელს აწერს მიხეილ ზანდუკელი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32543 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32543]; წვდომის თარიღი: 2019-08-18