1913 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ის ვერ დაესწრო 2 მარტს ჩატარებულ საზოგადო კრებას. კრების თავმჯდომარეობა მიუღია გამგეობის ერთ-ერთ წევრს და არა თავმჯდომარის ამხანაგს, ანდრია პატარაიას. ზუგდიდელებმა არ იცოდნენ, რამდენად შეიძლებოდა კრების მოქმედების კანონიერების გაუქმება. არც წესდებაში ეწერა ამის შესახებ. ამიტომ ფაღავა სთხოვდა მთავარ გამგეობას, განემარტა ზუგდიდის განყოფილებისთვის ეს საკითხი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32552 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32552]; წვდომის თარიღი: 2019-10-16