1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ბზიფის ტყის თაობაზე, რომელიც მდებარეობდა აფხაზეთში უცნობმა პირმა ო. ა. ფონ-ლიპხორტმა წინადადება წარუდგინა ერთ-ერთ საზოგადოებას რუსეთში, რომლის თანახმად თუ ისინი ტყეს გამოიყენებდნენ და ხის მასალას გაიტანდნენ საზღვარგარეთ გასაყიდად სახელმწიფო ხაზინა დიდ მოგებას ნახავდა, ასევე შეეძლოთ აეგოთ ხომალდები, რომლითაც ვაჭრობას შეძლებდნენ და ათი ათასობით თუმანს მიიღებდნენ.

წყარო: ივერია, 1877 | 7 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32625 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32625]; წვდომის თარიღი: 2019-10-14