1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1874 წლის 17 აპრილიდან დაწესდა ღერბის ფული, რომლის თანახმად თუ საჩივრის ქაღალდს 2 აბაზიანი მარკა არ ეკრა, ამ შემთხვევაში მას სასამართლო უკან უბრუნებდა გლეხს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით სასამართლოებში საქმის წარმოება სრულიად თავისუფალი უნდა ყოფილიყო ღერბის ფულისგან.

წყარო: ივერია, 1877 | 7 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32633 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32633]; წვდომის თარიღი: 2019-10-14