1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1875 წლის 1-ელ იანვრამდე 18 ოლქში 22 389 დაწყებითი სასწავლებელი არსებობდა, სადაც 754 655 ბიჭი და 165 252 გოგო სწავლობდა. სასწავლებლების ფუნქციონირებისთვის სახელმწიფო ხაზინიდან 828 848 მანეთი და 82 კაპიკი იხარჯება, ერობისგან – 1 660 793 მანეთი და 3 კაპიკი, ქალაქებისგან – 660 937 მანეთი და სოფლის საზოგადოებისგან – 1 467 123 მანეთი და 20 კაპიკი.

წყარო: ივერია, 1877 | 2 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32643 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32643]; წვდომის თარიღი: 2019-10-21