1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალეთი არ აპირებდა თავისი ჯარის დაშლას და არც ჩერნოგორიასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას, რადგან ჩერნოგორია სანაცვლოდ ქალაქ ნიკშიჩის გადაცემას ითხოვდა, რაც ოსმალეთს ეთაკილებოდა და ემძიმებოდა. ასევე, ოსმალეთმა კარგად იცოდა, რომ ევროპულ სახელმწიფოთა შორის ერთიანობა არ იყო და მხოლოდ უშედეგო კონფერენციებით შემოიფარგლებოდა მათი შეხვედრები.

წყარო: ივერია, 1877 | 2 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32653 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32653]; წვდომის თარიღი: 2019-10-14