1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქალაქ სიღნაღში აპირებდნენ საზოგადოების დაარსებას, რომლის მთავარი მიზანი ქალთა სასწავლებლის გახსნა იყო. ამ საქმეში მონაწილეობის სურვილი ოცდაათმა ადამიანმა გამოთქვა და ასევე სამოქალაქო სასწავლებლის მასწავლებლების თქმით, მზად იყვნენ უსასყიდლოდ ჩაეტარაებინათ გაკვეთილები.

წყარო: ივერია, 1877 | 2 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32655 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32655]; წვდომის თარიღი: 2019-10-14