1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ არსებობს ორგვარი მმართველობის ტიპი, პირველ ტიპს მიეკუთვნება ცენტრალიზაცია, როდესაც სახელმწიფოს მთავრობა განაგებს საზოგადოების ყველა ნაწილში მიმდინარე პროცესებს, ასევე ირჩევს მოხელე პირებს და პირადად იბარებს მათ მიერ შესრულებულ საქმეებს. მეორე ტიპს მიეკუთვვნება თვითმმართველობა, როდესაც სახელმწიფოს მმართველნი განაგებენ მხოლოდ მთელი სახელმწიფოს საჭირო საქმიანობას, ხოლო საზოგადოებას თავად აქვთ მინდობილი თავისი ყოფის გაუმჯობესება და ადგილობრივ საქმიანობას თავად მოქალაქეები განაგებენ, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის გამოფხიზლებას, ამუშავებას, განვითარებასა და ა. შ.

წყარო: ივერია, 1877 | 24 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32663 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32663]; წვდომის თარიღი: 2019-09-17