1877 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია გლეხსა და ბატონს შორის ურთიერთვალდებულებაზე, რომლის თანახმად საქართველოში გლეხს, რომელიც ბატონისგან სახნავ-სათესად მიწას აიღებს და დაამუშავებს ვალდებულება აკისრია, რომ აღებული მოსავალი ბატონს გაუნაწილოს. ბატონი ვალდებულია გლეხს გაუწიოს საჭირო დახმარება, იქნება ეს სამუშაო იარაღები, დასათესი მარცვლეული, თანხა თუ სხვა რამ, რომ ორივე მათგანმა მიიღოს მონაწილეობა მოსავლის მოყვანაში. ასევე, წარმოდგენილია იტალიისა და საფრანგეთის მაგალითები, თუ როგორი სახის ხელშეკრულებას დებს ბატონი და გლეხი და რა მოვალეობა აკისრიათ თითოეულ მათგანს.

წყარო: ივერია, 1877 | 10 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32666 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32666]; წვდომის თარიღი: 2019-09-18