1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ერთ-ერთი რუსული გაზეთის ცნობით პეტერბურგის ოლქის სასამართლოში გაიმართებოდა ისეთი საქმის განხილვა, რომელიც „ჩერგონის ვალუტის" საქმის მაგვარი იქნებოდა. ამ საქმეში ბრალდებულნი ორი ქალი და სამი კაცი იყო, რომლებიც განათლებულ საზოგადოებას ეკუთვნოდნენ. მათ სხვისი სახელით სხვადასხვა მაღაზიებში დიდი რაოდენობის ვალი დაუდიათ, ასევე ვითომ შემწეობისთვის და კეთილი საქმისთვის აგროვებდნენ თანხას, რომელიც მათვე გამოიყენეს.

წყარო: ივერია, 1877 | 24 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32674 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32674]; წვდომის თარიღი: 2019-09-17