1877 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია ერთ-ერთი რუსული გაზეთიდან, რომლის თანახმად რუსეთის სახელმწიფო ხარჯის დადგენა და გაწერა ფინანსთა სამინისტროს გადაუწყვეტია და მალევე წარუდგენდნენ უმაღლეს მთავრობას განსახილველად და დასამტკიცებლად. ასევე, ცნობილია, რომ ქალაქისა და სოფლის გლეხების გადასახადი ისევ ისე დაუტოვებიათ, როგორც ძველი კანონით იყო.

წყარო: ივერია, 1877 | 24 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32676 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32676]; წვდომის თარიღი: 2019-09-17