1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საოსტატო ინსტიტუტთან ერთად არსებობდა საქალაქო სასწავლებელი, რომელშიც ქართული ენის სწავლა დაუვალებიათ ინსტიტუტის მოსწავლეთათვის, რომელთაც ქართული ენა არ უსწავლიათ, ამიტომ თავად ინსტიტუტის მოსწავლეები გაკვირვებულები იყვნენ თუ როგორ შეძლებდნენ ქართული ენის ბავშვებისთვის სწავლებას, როცა თავად არ იცოდნენ ის. ხელმძღვანელობის პასუხი იყო, რომ ქართველებს, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებს როგორ არ შეეძლოთ ესწავლებინათ ქართული ენა.

წყარო: ივერია, 1877 | 24 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32679 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32679]; წვდომის თარიღი: 2019-09-18