1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა განცხადება, რომ მარტიდან გამოდის თბილისში ქართული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი „ივერია“. დამტკიცებული პროგრამა რედაქციას ნებას აძლევს იქონიოს გაზეთში შემდეგი განყოფილებანი: 1) კორესპონდენციები, საქართველოს, რუსეთისა და უცხო ქვეყნების შესახებ, 2) სამეცნიერო განყოფილება, 3) სხვადასხვა სახის პროზაული ნაწარმოებები, 4) კრიტიკა და ბიბლიოგრაფია, 5) ფელეტონი, 6) სასამართლოს მატიანე, 7) სხვადასხვა გაზეთების ნაამბობი, 8) კერძო პირთა განცხადებანი და საჭირო ცნობათა სქემა.

წყარო: ივერია, 1877 | 3 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32700 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32700]; წვდომის თარიღი: 2019-10-21