1877 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომ სახელმწიფოს როლი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობის განვითარებაში და რაც მთავარია, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს მოსახლეობას ფულით, ცოდნით, რჩევით და სხვა შესაძლო ინსტრუმენტებით, რომ განავითარონ მეურნეობა. ასევე, წარმოდგენილია ბელგიის, პრუსიის, გერმანიის, ჰოლანდიისა და ინგლისის მაგალითები, თუ როგორ ცდილობენ ხსენებული სახელმწიფოები ჩაებან და წვლილი შეიტანონ ადგილობრივი მეურნეობის განვითარებაში.

წყარო: ივერია, 1877 | 10 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32710 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32710]; წვდომის თარიღი: 2019-09-18