ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32711

ფაქტი 32711

1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებობდა ოთხკლასიანი სასწავლებელი, რომელიც 4 წელია ფუნქციონირებდა. მთავრობის დადგენილებით ყველა სასწავლებელში ადგილობრივ ენაზე უნდა ესწავლათ ბავშვებს, აღნიშნულ სასწავლებელში კი მეოთხე წელს დაიწყეს ქართული ენის სწავლება, ისიც ისეთმა პედაგოგებმა, რომლებმაც გამართულად თავად არ იცოდნენ ქართული ენა და ეს თავისთავად ცუდად აისახებოდა მომავალი თაობის განვითარებაზე და ცოდნაზე.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1877 | 10 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32711; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .