1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გასულ სექტემბერს ქალაქ გორში გახსნეს სასწავლებელი „საოსტატო სემინარია“ სადაც სასოფლო სასწავლებელთათვის უნდა მოემზადებინათ მასწავლებლები, თუმცა სამწუხაროდ არა ქართულ ენაზე, რაც არსასიამოვნო ფაქტი იყო. ამასთან გორში არსებულ დაწყებით სასწავლებელში ისეთი პედაგოგები ასწავლიდნენ ქართულს, რომლებმაც თავად არ იცოდნენ გამართულად ქართულად მეტყველება, რაც საერთოდ არ წაადგებოდა ახალგაზრდა თაობის ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებას.

წყარო: ივერია, 1877 | 10 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32712 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32712]; წვდომის თარიღი: 2019-09-18