1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სასწავლებლების ახლად დანიშნულმა დირექტორმა შემოდგომა-ზამთარში მოახდინა თიანეთისა და ახალციხის სასწავლებლების რევიზია, რომლის დროსაც აკრძალა ქართული ენის სწავლება, მაგრამ საბედნიეროდ გარკვეული დროის შემდეგ აღადგინეს ქართულის სწავლება და საჭირო წიგნებიც გაგზავნეს ხსენებულ სასწავლებლებში.

წყარო: ივერია, 1877 | 10 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32713 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32713]; წვდომის თარიღი: 2019-09-18