ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32725

ფაქტი 32725

1919 წლის 9 სექტემბრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწყობში მოიპოვებოდა შემდეგი ძველი ნივთები: ფოტოგრაფიული სურათების ბლანკები 200 ცალი, პატარა ზომის 300 ცალი, აკაკი წერეთლის სურათი 1 ცალი, ჯგუფების სურათები 5 ცალი, სხვადასხვა სურათები 5 ცალი, გიორგი წერეთლის სურათი 1 ცალი, შოთა რუსთაველის სურათი 1 ცალი, ხელით ნახატი სურათი 1ცალი, სურათი კარგ ჩარჩოში 1 ცალი, სურათი „ტყე“ ტილოზე 1 ცალი, ხატი „საქართველოს დიდება“ ჩარჩოში 1 ცალი, გამოფენის დიპლომი 1 ცალი, ნეგატივები 1000 ცალი, სკამი 7 ცალი, სხვადასხვა სურათები 6 ცალი, რუსული წიგნები 30 ცალი, ჟურნალები „ივერია“, „მნათობი“ 2 ცალი, „საქართველოს მოამბე“ 1 ცალი, სხვადასხვა წიგნები 10 ცალი, გვირვვინი 2 ცალი, კიბე 1 ცალი. ჩამოთვლილი ნივთებიდან ყველა დაიწვა გარდა სკამებისა და ობიექტივისა. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32725; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .