ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32726

ფაქტი 32726

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რედაქციას სთხოვა გაზეთ „ქრონიკაში“ ადგილი დაეთმოთ შემდეგი მიმართვისათვის: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა დაბეჯითებით სთხოვს საზოგადოების განყოფილებათა გამგეობებს, რომ დააჩქარონ წევრთა სიების გამოგზავნა, რომ შესაძლებელი იყოს დაუგვიანებლად რწმუნებულთა განაწილება განყოფილებათა შორის და შემდეგ რწმუნებულთა არჩევა. ასევე, სასურველია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს რაც შეიძლება მეტმა წევრმა და სასურველია ყველა წევრმა აღიდგინოს წევრობის უფლება საწევრო თანხის გადახდით. ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32726; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .