1920 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრება, რომელზეც თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებას შეეძლო არ მოეწვია რწმუნებულთა საზოგადო კრება, რადგან ერთ-ერთმა რწმუნებულმა ავალიშვილმა წერილობით გააუქმა მისი ხელმოწერა, მაგრამ მისი აზრით, გამგეობა უკანონოდ მოქმედებდა, არ ატარებდა ახალ წესდებას, ამიტომ აუცილებელი იყო კრების ჩატარება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების ოქმები და გამგეობის მოხსენებები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32731 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32731]; წვდომის თარიღი: 2019-08-17