1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიისთვის მინა კოპალეიშვილმა ვალი აიღო მიხეილ გაჩეჩილაძისგან 58 მანეთი და 18 კაპიკი, ისიდორე კვიცარიძისგან – 22 მანეთი და 60 კაპიკი, სამსონ ფირცხალავასგან – 8 მანეთი, ილარიონ რუხაძისგან – მანეთი და 60 კაპიკი, რაჟდენ ნანეიშვილისგან – 2 მანეთი და 40 კაპიკი, გრიგოლ ურუშაძისგან – 42 მანეთი და 60 კაპიკი და სამტრედიის კოოპერატივისგან – 3 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობისა და ლიკვიდაციის შესახებ | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32733 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32733]; წვდომის თარიღი: 2019-09-17