1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების 23-ე მუხლის მიხედვით გამგეობის მოვალეობაა: ა) ზრუნვა საზოგადოების ღონისძიებათა გაძლიერებისათვის; ბ) თავმჯდომარის საშუალებით საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრების დანიშვნა, ისე რომ კრების თარიღი ერთი თვით ადრე ეცნობოს საზოგადოების განყოფილებებს; გ) წარდგენა რწმუნებულთა საერთო კრებისთვის მოსაზრებისა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებაა საჭირო, რომ საზოგადოებამ მიაღწიოს სასურველ მიზანს და უფრო მეტად განვითარდეს; დ) გაძღოლა საზოგადოების ყოველგვარი საქმეებისა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32748 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32748]; წვდომის თარიღი: 2019-08-18