1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დეკანოზმა ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძემ განაცხადა, რომ ფშავში, ხევსურეთში, საინგილოსა და დუშეთის მაზრის მაცხოვრებლებს აკლდათ კულტურული ცხოვრება და მუზეუმის მართვას სჯობდა ამ შორეულ კუთხეებში გაეხსნა საზოგადოებას სკოლები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32752 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32752]; წვდომის თარიღი: 2019-09-20