1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების მე-9 მუხლის მიხედვით საზოგადოების საპატიო წევრად აირჩევა ის პირი, რომელმაც პირადი მოღვაწეობით ან დიდი შემოწირულობით ხელი შეუწყო ცოდნა-განათლების გავრცელებას, ასევე გამგეობის წევრი, რომელიც ყოფილა არჩეული სამჯერ ზედიზედ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32764 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32764]; წვდომის თარიღი: 2019-08-17