1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების მე-16 მუხლის მიხედვით მთავარი კრების დანიშნულებაა: ა) შედგენა და დამტკიცება საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებისა; ბ) არჩევა სარევიზიო კომისიისა, წლიური ანგარიშისა და გამგეობის მოქმედების შესამოწმებლად; გ) წინადადების განხილვა საზოგადოების წესდების შეცვლისა და შევსებისათვის; დ) განხილვა და გადაწყვეტა საზოგადოების წევრთა წინადადებისა რაიმე სახის ღონისძიების შესახებ, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32779 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32779]; წვდომის თარიღი: 2019-08-17