1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების 30-ე მუხლის მიხედვით საზოგადოების განყოფილების წევრთა კრების მიზანია: ა) განყოფილების მოქმედების ყოველი საკითხის განხილვა და გადაწყვეტა; ბ) სარევიზიო კომისიის არჩევა გამგეობის მოქმედების შესამოწმებლად; გ) მთავარ გამგეობაში მოხსენების წარდგენა საპატიო წევრად არჩევის შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32792 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32792]; წვდომის თარიღი: 2019-08-18