ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32805

ფაქტი 32805

1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების 38-ე მუხლის მიხედვით საზოგადოების საბუთების, შემოსავალ-გასავლის, ინვენტარის და ყოველგვარი ქონების შესამოწმებლად და განსახილველად კრება ირჩევს სარევიზიო კომისიას 3-დან 5 პირამდე და კიდევ 3 კანდიდატს, რომელთაც არ უკავიათ არც საზოგადოებაში და არც მის რომელიმე განყოფილებაში რაიმე თანამდებობა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32805; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .